ჩვენი დაფინანსების პროგრამა საქართველოში შესაბამისობაშია ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან (ENP), აღმოსავლეთ პარტნიორობასთან (EaP) და ევროკავშირის სხვა ორმხრივ შეთანხმებებთან. ჩვენი საქმიანობის განხორციელებისას ვხელმძღვანელობთ ევროკავშირის გლობალური კარიბჭის სტრატეგიით და ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის.
მხარს ვუჭერთ კომპლექსური პროექტების მომზადებას და განხორციელებას ტექნიკური დახმარების გზით, რომელიც უზრუნველყოფილია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სატრასტო ფონდებში დონორთა კონტრიბუციით, როგორიცაააღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) და კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფონდი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ევროპის გუნდიდან (Team Europe) ტერიტორიული განვითარებისა და მწვანე პროექტების ხელშეწყობის მიზნით. გარდა ამისა, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისკენ, რამდენადაც იგი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგას.
საქართველოში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ:
წვლილი შევიტანეთ საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სისტემის გაფართოებაში, რომელიც უფრო უსაფრთხო და გამარტივებული გახდა მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირში მოგზაურობისთვის.
ვაფინანსებთ განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ნახშირბადის ემისიის შემცირებას. გარდა ამისა, მხარს ვუჭერთ ქვეყანაში წყლისა და წყალარინების სისტემის მდგრადი მართვის პროექტებს, მათ შორის სარწყავი სქემების მოდერნიზების, წყლის დაზოგვის ტექნოლოგიების და მდგრადი ფერმერული მეურნეობის მართვის პროექტებს.
მხარს ვუჭერთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (MSME-ები) საქართველოში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გამარტივებით, რომლის მოპოვებაც სხვაგვარად რთული იქნებოდა. გავაძლიერეთ ეს მხარდაჭერა, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო COVID-19 პანდემიის ფონზე, უზრუნველვყავით 160 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხით დაფინანსება კრიზისის ეკონომიკური ზემოქმედების შესარბილებლად.
საქართველოში ჩვენ მიერ დანერგილი დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები მოიცავს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას სოფლის მაცხოვრებლებისთვის ფართო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ქალაქსა და სოფლებს შორის ციფრული ნაპრალის შემცირებას, დასაქმების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას და ადგილობრივი საწარმოების გაძლიერებას. საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები არა მხოლოდ აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და ქმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს, არამედ აძლიერებს ციფრულ ინკლუზიას ქალებისთვის, სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც ხელს უწყობს უფრო მჭიდროდ დაკავშირებული და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
შეჯამების სახით
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) უზრუნველყოფს დაფინანსებას და გამოცდილების გაზიარებას საქართველოში სტაბილური და მდგრადი საინვესტიციო პროექტებისთვის.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) საქმიანობა საქართველოში სექტორების მიხედვით
(საქმიანობის დაწყებიდან)
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ისტორიები საქართველოში
ცალკეული ისტორიები უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე ციფრები და გრაფიკები. გაიგეთ თუ როგორ აუმჯობესებს ჩვენი საქმიანობა ცხოვრების ხარისხს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
მიიღეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერა საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. მხარს ვუჭერთ მცირე საწარმოებს, ამავდროულად ვაძლიერებთ ძალისხმევას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებისა და ინოვაციების ხელშეწყობით. გარდა ამისა, ვკონცენტრირდებით ენერგიის ტრანზიციაზე და მდგრად ურბანულ განვითარებაზე. აქ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების სრულ ჩამონათვალთან დაკავშირებით*
* აღნიშნული პროდუქტები ეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) საქმიანობას მთელ მსოფლიოში და შესაძლოა არ გავრცელდეს EIB-ის საქმიანობაზე ამ კონკრეტულ რეგიონში.
მცირე პროექტები
25 მილიონ ევროზე ნაკლები მოცულობის სესხები
დიდი პროექტები
25 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის სესხები
საკონსულტაციო მომსახურება
მიიღეთ სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება
დაგვიკავშირდით
ადგილობრივი ხელისუფლება ან მსხვილი კორპორაცია
დაუკავშირდით ჩვენს ადგილობრივ ოფისს
მედია
დაუკავშირდით ჩვენს პრეს-ოფიცერს
პრეს-სამსახური
ტელ.: +352 43791
press@eib.org
www.eib.org/press
ზოგადი შეკითხვები
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსების საშუალებების, საქმიანობის, ორგანიზაციისა და მიზნების შესახებ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში.
დაუკავშირდით საინფორმაციო სამსახურს
ტელ.: +352 4379-22000
ხშირად დასმული შეკითხვები