Click here for the newest edition of this publication.
Description
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას ინოვაციებისა და პროფესიონალიზმის კუთხით, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, კლიმატთან დაკავშირებულ ქმედებებს და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპის მასშტაბით.
ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს ევროპის ეკონომიკის აღდგენას სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის ამოქმედებით, რომელიც ევროპის საინვესტიციო გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა ასახავს ევროკაშირის საგარეო პოლიტიკას. ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად მოღვაწეობს ძირითადად გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფ ქვეყნებსა და მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობელ ქვეყნებში.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ასევე მოღვაწეობს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში და აფინანსებს ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების პროექტებს.